დავით გერლიანი-ჩაჩიბაია უკრაინიდან მის საქართველოში გამოგზავნას „ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის მიერ დადგმულ სცენარს უწოდებს.
როგორც დავით გერლიანის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განაცხადა, რომელიც დაკავებულს დღეს შეხვდა, დავით გერლიანი 2006 წელს „ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით დააკავეს, 2013 წელს გათავისუფლდა პატიმრობიდან, რის შემდეგაც საქართველო დატოვა და საცხოვრებლად უკრაინაში გაემგზავრა.
„მას აქვს უკრაინის მოქალაქეობა. როგორც გერლიანი აცხადებს, უკრაინაში ერთ–ერთრესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც პოლიცია შევარდა და ყველანიდააკავა. ამ დაკავების ოპერაციას ქართველი ჩინოვნიკი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებითგერლიანის გარდა ყველანი გაათავისუფლეს, ის დააკავეს და უთხრეს, რომ ყალბიპასპორტი ჰქონდა. ჩასვეს თვითმფრინავში და გამოუშვეს საქართველოში. როდესაცთბილისის აეროპორტში ჩამოვიდა, იქ „რუსთავი 2“– ის გადამღები ჯგუფი დახვდა“, – განაცხდა თამარ აბესაძემ.
ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დეპორტირებულიც არ არის, რადგან დეპორტაციისთვის საჭირო პროცედურები არ ჩატარებულა.