საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას ვერ დაესწრო.
პატრიარქის პირადი ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორე გაციებულია და მკურნალობას სახლში განაგრძობს.
შარტავას თქმით, ექიმების რეკომენდაციაა, რომ პატრიარქი რამდენიმე დღე სახლში დარჩეს.
„პატრიარქი თავს უკეთ გრძნობს. გაციებულია და ჩვენი რეკომენდაციაა, რამდენიმე დღე სახლში დარჩეს. ილია მეორეს მედიკამენტოზური მკურნალობა არ დასჭირვებია“,- განუცხადა პირველ არხს ცისანა შარტავამ.
ამასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიას გუშინ ვერ დაესწრო. როგორც გუშინ მისმა პირადმა ექიმმა განაცხადა, პატრიარქი 28 იანვარს საკვირაო წირვაზე მისვლას შეძლებდა.