სანაპიროზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. 25 წლის თორნიკე სუხიაშვილი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები