საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანასთან დაკვშირებით, თავის დროზე შიდა სამსახურებრივი მოკვლევა ჩატარდა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
“დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. თავის დროზე ჩატარდა შიდასამსახურებრივი მოკვლევა, თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ მაშინდელი საინფორმაციო გამოშვებები და ნახავთ, რომ თავის დროზე ჩატარდა ამაზე შესაბამისი შემოწმება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და ხედავთ, რომ პროკურატურამ დროულად დაიწყო გამოძიება ამ გადაწყვეტილების კვალად. დაველოდოთ გამოძიების პროცესებს. თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ ეს დასკვნა და თავად გაეცნოთ, თუ რა ტიპის შეფასებები იყო გაკეთებული თავის დროზე“, – აღნიშნა თალაკვაძემ.