განვლილი გზა და საქმიანობა მაძლევს საფუძველს რომ მოვიაზრებოდე “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში, – ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის საკითხზე კომენტირებისას გააკეთა.
“განვლილი გზა და საქმიანობა , მაძლევს საფუძველს, რომ მოვიაზრებოდე “ქართული ოცნების’’ საარჩევნო სიაში, კონკრეტულად ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, მაჟორიტარ კანდიდატად, რა თქმა უნდა, ეს არის პარტიის ლიდერების გადასაწყვეტი თუმცა მე ვაპირებ მოკრძალებული სითამამით შევთავაზო ჩემი თავი, ვანისა და ხონის ამომრჩეველს”, – აცხადებს დავით ლორთქიფანიძე.
კომენტარები