ევროპარლამენტში რიგგარეშე სესია იწყება, სადაც დეპუტატები ბრექსიტის შედეგებს განიხილავენ.
როგორც მოსალოდნელია, დებატების შემდეგ, ევროპარლამენტი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან რეზოლუციას მიიღებს.
ბრექსიტის შემდეგ პირველ სამიტზე იკრიბებიან ევროპელი ლიდერებიც. სამიტის პირველ დღეს შეხვედრას დევიდ კამერონიც დაესწრება. ბრიტანეთის პრემიერი კოლეგებს სამომავლო გეგმებს გააცნობს. კამერონი ოფიციალური განაცხადის შეტანას ევროკავშირიდან გასვლის შესახებ არ აპირებს და ამ საკითხს მოსაგვარებლად მომავალ პრემიერს უტოვებს.
ევროპელი ლიდერები კი მოუწოდებენ ლონდონს დროულად დაიწყოს პროცედურა. გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებმა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ გაურკვევლობა ევროპას დიდ პოლიტიკურ და ფინანსურ ზიანს მიაყენებს.