თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შუა ხნის მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილიდან ავტომობილის მძღოლი არ მიმალულა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
„კვირა“
კომენტარები