სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე ორი თვითმკვლელი ტერორისტი იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სტამბოლში ყირგიზეთის გენერალურმა საკონსულომ მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმად, ორ თავდამსხმელს ჰქონდა რუსეთის ფედერაციის პასპორტები რაქიმ ბულგაროვისა და ვადიმ ოსმანოვის სახელზე.
მანამდე მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ თვითმკვლელები რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები იყვნენ.
კომენტარები