სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N 11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების მსჯავრდებულები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა და დაასაჩუქრა. აბიტურიენტ მსჯავრდებულებს ილია მეორემ საჩუქრად წიგნები და პირადი მოხმარების ნივთები გაუგზავნა.
როგორც არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა აღნიშნეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ზრუნვა და თანადგომა გამარჯვების რწმენას აძლევთ.
N 11 სარეაბილიტაციო დაწესებულების არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოამზადეს, რომლებიც აბიტურიენტ მსჯავრდებულებს ინდივიდუალურად ამეცადინებდნენ.
სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მოხდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულებს, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სამომავლოდ დისტანიცურად სწავლის შესაძლებლობა მიეცემათ.
პატრიარქმა აბიტურიენტი მსჯავრდებულები დაასაჩუქრა
2016/07/02 18:20:15
კომენტარები
ნანახია: 1650 ჯერ