სოციალური ქსელის მომხმარებელი თამრიკო ცინცაძე აცხადებს, რომ კულტურის ყოფილმა მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ, საბურთალოზე მოხუცებული სასტიკად სცემა.
“რომ არ დავწერო არ შემიძლია! ერთი საათის წინ, ტაშკენტის და ვაჟას კუთხეში შევესწარი საოცარ ინციდენტს: მოხუცი კაცი, სამად მოკეცილი, გადმოდიოდა ტაშკენტზე, დიდი ჩანთებით, უცებ შავმა ჯიპმა შემოუხვია, როგორც ჩანს ამ კაცმა რაღაც მიაძახა მძღოლს. ჯიპი გაჩერდა, გადმოვიდა ნიკა რურუა (მიმითაგეთ ძალიან გთხოვთ) “კნოპკიანი დუბინკა” გახსნა და ჩვენს თვალწინ მოხუცი კაცი საშინლად სცემა, დაკეტა “დუბინკა” და მშვიდად განაგრძო გზა! იმდენად ცუდ დღეში ჩავარდა ის მოხუცი, რომ პატრულის გამოძახებაც ვერ მოვისაზრეთ იქ მდგომებმა, ამ კაცს მივვარდით. ეგ ყოფილა სადისტი, გარეწარი, ბოროტმოქმედი! ძალიან მინდა გავლანძღო და თუ წაიკითხავს, ჩათვალოს რომ უკანასკნელი სიტყვებით ვლანძღავ, ჩემს საფრენდეთში ვინც მისი თაყვანისმცემლები ხართ, შეგიძლიათ თქვენ თავზეც მიიღოთ”,– წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.