საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილი ამ წუთებში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ხვდება.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემებია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე – საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები.
შეხვედრის დასაწყისში პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი და მაიკ პომპეო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნიან და მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ხვდება
2018/05/21 16:57:06

ნანახია: 775 ჯერ