გია ვოლსკის აზრით, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას საქმესთან დაკავშირებით არსებობს საფრთხე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას არასწორი ინფორმაცია მიეწოდოს.
„მე არ მეგულება ადამიანი საქართველოში, რომელიც ინგა გრიგოლიაზე მოახდენს ზეწოლას და წარმატებული იქნება ამ საკითხებში. თუ რამე შიში არსებობს იმ ვითარების მიმართ, რაც იქმნება, რასაკვირველია, ყველა ადამიანს აქვს უფლება სამართალდამცველებს მიმართოს, თუმცა ამის საფრთხე რეალური არ არსებობს. არსებობს ერთი საფრთხე, რომ არასწორი ინფორმაცია მიეწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ თითქოს საქართველოში დასაშვებია ჟურნალისტის ან ნებისმიერი ჩვენგანის ისეთი ზეწოლის ქვეშ მოხვედრა, რაც განაპირობებს მისი მოსაზრებების შეცვლას, რაც აბსოლუტურად, უსაფუძვლოა. მაგრამ თუ ასეთი მუქარა არსებობს, სწორედ ამ დანაშაულისთვის ღირს ადამიანის დასჯა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
“არ მეგულება ადამიანი საქართველოში, რომელიც ინგა გრიგოლიაზე მოახდენს ზეწოლას და წარმატებული იქნება ამ საკითხებში”
2018/05/21 17:45:15

ნანახია: 942 ჯერ