შს მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის განცხადებით, კლუბ “ბასიანში” საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს და მალე დასრულდება. რაც შეეხება “გალერის”, გამოძიება უკვე ჩატარებულია და ამიტომაც, მისი გახსნა შესაძლებელი იყო:
“საგამოძიებო მოქმედებები კლუბ “გალერიში” დასრულდა. შესაბამისად, მოიხსნა ლუქი და კანონიერ მფლობელებს გადაეცა. რაც შეეხება “ბასიანს”, იქ საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება და როგორც კი დასრულდება, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ამის პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირება არასწორი და უადგილოა” – განაცხადა ჯავახაძემ.
მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
11 მაისის ღამეს, კლუბებში: “გალერი” და “ბასიანი” სპეცოპერაციები ჩატარდა. შედეგად შსს-ს ინფორმაციით დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი. მოქმედებების ჩატარების შემდეგ, ორივე კლუბი დაილუქა.