მე პროცესის დახურვას დადებითად ვუყურებ, – ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის დამ ლანა პაპიძემ განაცხადა.
“მოლოდინი დადებითი მაქვს. ჩვენი დახმარებით აირჩია ჩემმა დამ მსაჯულთა ინსტიტუტი. მე პროცესის დახურვას დადებითად ვუყურებ. აქამდეც უნდა დახურულიყო, რადგან საზოგადოების ინფორმირება ხდებოდა არასწორად”, – განაცხადა ლანა პაპიძემ.
ლანა პაპიძე ასევე მიიჩნევს, რომ დედამისი პროკურატურამ სპეციალურად არ დაკითხა.
”დედას ჰქონდა სერიოზული სიტყვა გამზადებული საზოგადოებისთვის. ის ჩემი დის სერიოზული ძალა იყო”, – განაცხადა ლანა პაპიძემ.
კომენტარები