არ შეიძლება ეს თემა დღის წესრიგიდან მოიხსნას და პასუხი არ გაეცეს ბატონ ზაზას ან სხვა ადამიანს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
„არ მეგულება ვინმე, რომ არ გრძნობდეს ერთ რამეს – აუცილებლად გადავა ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში, უნდა თუ არ უნდა რომელიმე ჩვენგანს. არის მეორე სირთულე – პროკურატურაზე არ არის მხოლოდ საქმე დამოკიდებული, სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელსაც პროკურატურა არ სცნობს. ვფიქრობ, ამ თემას სერიოზულად უნდა დავუბრუნდეთ მას შემდეგ, რაც მეორე სასამართლო, გასაჩივრების შემდეგ განიხილავს საკითხს. დაგეგმილია მაღალი დონის ექსპერტების ჩამოყვანა და პროკურატურა არ აპირებს ამ თემაზე უკან დახევას. არც ერთი მხარე არ დავიცვათ. მთავარია, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაგვემხობა თავზე, მართლა არ შეიძლება ეს თემა დღის წესრიგიდან მოიხსნას და პასუხი არ გაეცეს ბატონ ზაზას ან სხვა ადამიანს. მეორე საკითხია, რომ ადამიანებმა, ვინც უნდა ითანამშრომლონ პროკურატურასთან და სასამართლოსთან, ცოტა ყურები უნდა გამოიფხიკონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.