კანტორა იყო პარლამენტი თავის დროზე, როდესაც გირგვლიანის მკვლელობაზე არ შექმნა საგამოძიებო კომისია, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრ ელენე ხოშტარიას.
„გირგვლიანის მკვლელობა არ იყო ის, რაც ხდება დღეს. ეს იყო ხელისუფლების მიერ ჩადენილი მკვლელობა, შეთქმულება ერთი კაცის წინააღმდეგ და იქ არ შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგამოძიებო კომისია. ეს სრულიად სხვა შემთხვევაა. აქ არის საქმე განსახილველი სასამართლოში და ამაზე არის აქ საუბარი, სხვა არაფერზე. კანტორა იყო პარლამენტი მაშინ“, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები