აქცია სხვა მოთხოვნებით დაიწყო და სხვა მოთხოვნებით გაგრძელდა. ახლა პოლიტიკური მოთხოვნები გვესმის და ეს უკვე პოლიტიკური პროცესია,-ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე პროცესის გამოყენებას სხვადასხვა პოლიტიკური ძალები ცდილობენ.
“მოთხოვნები გზადაგზა იცვლებოდა. სხვა მოთხოვნებით დაიწყო და სხვა მოთხოვნებით გაგრძელდა აქცია. ახლა პოლიტიკური მოთხოვნები გვესმის და ეს უკვე პოლიტიკური პროცესია. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმეზე მართლმსაჯულების აღდგენის მოთხოვნა. ბუნებრივია, გვყავს სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ პროცესის გამოყენებას ცდილობენ და ამაში დაფარული არაფერია. მათ შორის ის პოლიტიკოსებიც არიან, რომლებზეც ვერ დავიჯერებ, რომ გულთან ახლოს მიაქვთ ადამიანური ტრაგედია.
გააჩნია მიზანი რა არის. თუ ჩვენ გვინდა მართლმსაჯულების აღდგენა და კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემა, მაშინ ეს აუცილებლად მოხდება. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, ეს არის პოლიტიკური მოთხოვნები“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილი – ეს უკვე პოლიტიკური პროცესია
2018/06/01 00:28:13
კომენტარები
ნანახია: 961 ჯერ