ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის ჩირის ფასია სკამი და კაბინეტი,“ – ამის შესახებ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე მისულმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. „პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის ჩირის ფასია სკამი და კაბინეტი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ პროცესმა სამართლებრივი განვითარება ჰპოვოს. ამიტომ გთავაზობთ, რომ ხვალ დილიდან საქმის გამოძიება დაბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროში,“ – განაცხადა პრემიერმა.
აქციაზე მისულ პრემიერ-მინისტრს აქციის მონაწილეებმა განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცეს და მას ბოთლები დაუშინეს. გარდა ამისა, აქციაზე შეკრებილები მას შეძახილებით: “წადი” “წადი” შეხვდნენ. პრემიერი ტრიბუნიდან დაცვამ გაიყვანა.
კომენტარები