დედაქალაქის მერი კახა კალაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და დაღუპულების ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის ოჯახებს, მათ ახლობლებს. ძალიან მძიმე ფაქტია ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება. თქვენ იცით, რომ სასამართლომ დღეს გამოიტანა განაჩენი. არის ორი დამნაშავე – ერთს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მეორეს – 9 წელი და 9 თვე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები