მე ვარ თქვენნაირი ჩვეულებრივი გლეხი ადამიანი. მე არ ვიბრძვი იმისთვის, რომ რომელიღაც პოლიტიკურმა პარტიამ ეს გამოიყენოს და თქვენ თუ არ დამიდექით გვერდში, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ზაზა სარალიძის თქმით, ის პოლიტიკური მიზნებისთვის არ იბრძვის.
“მოვუწოდებ ყველა ადამიანს, მიუხედავად რელიგიური მრწამსისა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, გაიგეთ ხალხო, ჩემთვის პოლიტიკა არაფერს ნიშნავს. მე ვარ თქვენნაირი ჩვეულებრივი გლეხი ადამიანი. მე არ ვიბრძვი იმისთვის, რომ რომელიღაც პოლიტიკურმა პარტიამ ეს გამოიყენოს და თქვენ თუ არ დამიდექით გვერდში, აუცილებლად გამოიყენებს ამას ვიღაც. მოვუწოდებ ხალხს, რომ დამიდექით გვერდში, რათა პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიზარდოს ეს. მე ვითხოვ ჭეშმარიტების დადგენას და სამართლიანობის აღდგენას. არ ვითხოვ არც „ნაციონალების“ მოყვანას და არც „ოცნების“ დატოვებას ან მოყვანას. ბოდიში და ფეხებზე მკიდია ყველა პოლიტიკური პარტია, მაინც და მაინც ასე უნდა ვთქვა?!” – განაცხადა სარალიძემ.
“მე ვარ ჩვეულებრივი გლეხი ადამიანი, არ ვიბრძვი იმისთვის, რომ რომელიღაც პოლიტიკურმა პარტიამ ეს გამოიყენოს”
2018/06/02 17:56:06
ნანახია: 1163 ჯერ