„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისიას პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
„ჩვენ გვქონდა დისკუსია და ამ ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შევარჩიეთ სერგი კაპანაძის კანდიდატურა. დარწმუნებული ვარ, სერგი სრული პასუხისმგებლობით მიუდგება ამ ამოცანის შესრულებას”,- განაცხადა ბოკერიამ.
კომენტარები