თბილისის მერი, კახა კალაძე მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებს ხვდება.
შეხვედრა თბილისის მერიაში ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრას ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ესწრებიან.
შეხვედრის დაწყებამდე მცირე კომენტარი გააკეთა ირაკლი ხმალაძემ. ვიცე-მერს არ ისაუბრა იმაზე, თუ რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს თბილისის მერია.
მერიაში შეხვედრა მემანქანეების მოთხოვნით მიმდინარეობს.
კომენტარები