საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ხატიძე თბილისის მერიას და მეტროს თანამშრომლებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.
მისი თქმით, დასაფასებელია, როცა ერთმანეთს შორის ნდობას მხარეები უფრთხილდებიან.
„მეტროს მემანქანეთა გაფიცვამ, ქალაქის მერის სახელმწიფოებრივმა პოზიციამ და შეთანხმებამ გვაჩვენა, რომ ქვეყანაში დემოკრატია რეალურად მუშაობს. მისასალმებელია, რომ მეტრო ამუშავდა. დასაფასებელია, როცა ერთმანეთს შორის ნდობას მხარეები უფრთხილდებიან“, – განაცხადა ხატიძემ.
დედაქალაქში მეტრომ მუშაობა განაახლა. მერიამ მემანქანეებს მისცა პირობა, რომ 2019 წელს დაუბრუნდებიან ხელფასების გაზრდის საკითხს.
კომენტარები