საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ზაზა ხუციშვილი, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, აცხადებს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში, ოპოზიციის უმრავლესობით ყოფნა, დადებით შედეგს მოიტანს, რადგან ხარვეზების აღმოჩენა საქმეში „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკურ ინტერესებს ემთხვევა:
„ევროპული საქართველოს“ ამ კომისიაში უმრავლესობით ყოფნის პრეტენზიის მორალურ მხარეს, რა თქმა უნდა, ვიზიარებ, იმიტომ, რომ უამრავი მიზანმიმართული დანაშაული აქვს ამ პოლიტიკურ ძალას ჩადენილი, ჯერ კიდევ ორ ნაწილად გაყოფამდე. მაგრამ, რეალურად თუ შევხედავთ, საქართველოს მოსახლეობის 27-მა პროცენტმა ამ ძალას ნდობა გამოუცხადა, რაც მეორე მაჩვენებელი იყო. სწორედ ამის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიუროზე შესვლამდე 15 წუთით ადრე კატეგორიულად მოითხოვა კომისიის შექმნა და შემდეგ სესიაზე ბოიკოტი გამოუცხადა თავისივე მოთხოვნას, რაც ვფიქრობ, ერთი ზარით იყო განპირობებული, ამის შემდეგ დადგა ძალთა გადანაწილების ეს რეალობა. ამ შემთხვევაში არ გვაქვს უარყოფითის მოლოდინი, გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის ძალიან მომგებიანია ხარვეზების გამოვლენა, ისინი პირდაპირ არიან დაინტერესებული, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ამ შემთხვევაში სიმართლის დადგენა მათ პოლიტიკურ მიზნებს ემთხვევა, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა ხუციშვილმა.
ზაზა ხუციშვილი – სიმართლის დადგენა მათ პოლიტიკურ მიზნებს ემთხვევა
2018/06/08 15:22:57
კომენტარები
ნანახია: 1564 ჯერ