შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის, „112“-ის ორგანიზებით, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა, სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„112“-ის ხელმძღვანელებმა სტუმრებს 5-წლიანი – 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგია გააცნეს.
სტრატეგიაში წარმოდგენილია „112“-ის ძირითადი მიდგომები, საჭიროებები და განსახორციელებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს „112“-ის მიერ დაგეგმილი პროექტები, საერთო ინტერესისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
კომენტარები