სოხუმში ოპოზიციამ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმით აღება სცადა. ასობით დემონსტრანტი ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაპშბას გადადგომას ითხოვს.
ოპოზიცია არაღიარებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადომას უსაფრთხოების მდგომარეობის მხრივ ვითარების გაურესების გამო ითხოვა. გარდა ამისა საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადბენ, რომ ირღვევა 10 ივლისს დაგეგმილ რეფრენდუმში მონაწილეობასთან დაკავშირებული მათი უფლებები.
აფხაზეთში 10 ივლისს ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ რეფერენდუმი უნდა გაიმართოს. ოპოზიცია აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას რეფერენდუმის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს და კენჭისყრის შემოდგომაზე გადატანას ითხოვს, რაზეც ე.წ. მთავრობა უარს აცხადებს.
კომენტარები