მაგდა პაპიძეს დღეს მოსამართლე განაჩენს გამოუტანს, სასჯელის დანიშვნის სხდომა საქალაქო სასამართლოში დილის 11 საათზეა ჩანიშნული. თავდაპირველად, მხარეები ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციებს წარმოადგენენ, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა.
მუხლი, რომელის მიხედვითაც მაგდა პაპიძე მსაჯულებმა ქმარ-შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ადვოკატის მტკიცებით, გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა საზოგადოებივი წნეხის ქვეშ მიიღეს.
კომენტარები