კორონავირუსის გავრცელების საზღვრები დღითიდღე იზრდება. ექიმი, რომელიც დაავადებულებს მკურნალობს, ამბობს, რომ ინფიცირებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებზე გაცილებით მეტია.
მისი თქმით, ამ დროისთვის დაახლოებით 90 000 ადამიანია დაავადებული.
“მე ახლა იმ ტერიტორიაზე ვიმყოფები, სადაც კორონავირუსი გაჩნდა. აქ ვარ იმისთვის, რომ სიმართლე ვთქვა. ამ დროისთვის მთელი ჩინეთის მასშტაბით 90 000 ადამიანია ინფიცირებული. გთხოვთ, დარჩით სახლებში და გარეთ არ გახვიდეთ. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ ერთჯერადი სათვალეებითა და ნიღბებით. ჩვენი რესურსები საკმარისი არ არის,” – განაცხადა ექიმმა ვიდეომიმართვაში.
უხანში ამ დრომდე საქართველოს სამი მოქალაქე რჩება.
კომენტარები