დღეს სოციალურ ქსელში გივი თარგამაძემ, ზვიად ჯანყარაშვილის, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურისა და გიორგი ვაშაძის ერთობლივი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე ნათლად ჩანს, გიორგი ვაშაძის და ნოდარ ხადურის კეთილი ურთიერთდამოკიდებულება. ერთ ფოტოზე ხადური და მისი მეუღლე ვაშაძესთან ხელგადახვეულები არიან აღბეჭდილი. ხოლო მეორე ფოტოზე სუფრასთან მსხდომი ვაშაძე და ზვიად ჯანყარაშვილი არის გადაღებული. თარგამაძის მიერ გავრცელებულ ფოტოებს ზვიად ჯანყარაშვილი გამოეხმაურა და საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსთან”, ექსკლუზიური კომენტარი გააკეთა.
“მინდა კომენტარი გავაკეთო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელმაც უხერხული გაუგებრობა გამოიწვია და ბევრ ადამიანს მრავალი ინტერპრეტირების საშუალება მისცა. რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი ჩაქვში ჩემს შვილთან ერთად. ერთ საღამოს ბავშვების კარაოკე ცენტრში ვიყავი ჩემს შვილთან ერთად. გვერდით მაგიდაზე ოჯახთან ერთად მჯდომმა ნოდარ ხადურმა თავის მაგიდასთან მიიწვია განურჩევლად ყველა იქვე მჯდომი დამსვენებლები და მათ შორის მეც ჩემს უფროს ვაჟთან ერთდ, დამდეგი მარიამობა მოგვილოცა რის შემდეგაც ყველა თავის მაგიდას და ოჯახს დაუბრუნდა. როგორც ჩანს პოლიტიკური კონსპირაციების მოყვარულმა რომელიღაც თანამეინახემ დრო იხელთა, ფოტოები გადაიღო და გაავრცელა, რამაც მთელი ეს გაუგებრობა გამოიწვია”- განაცხადა ზვიად ჯანყარაშვილმა “ექსკლუზივ ნიუსთან” საუბარში.