18 წლის ვახტანგ ლოლუას, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ულოცავს. მისალოცი ქარდი მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ხორვატიაში ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ფინალში ირანელი ფარზად აჰმად ბალოოტაკი ანგარიშით 9:7 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.
კომენტარები