,,კვირა“ იარაღით, ნარკოტიკებითა და ტერორიზმით ვაჭრობის თემაზე და მასში ქართველ პოლიტიკოსთა ჩართულობაზე წერდა.
ამერიკელი ანალიტიკოსის, დეივიდ კაპლანის სტატიაში, რომელიც US News & World Report-ში გასულ კვირას გამოქვეყნდა, ლაპარაკია საერთაშორისო ტერორის ბინზესზე, რომელსაც სათავეში უდგას ბომბეიში დაბადებული განგსტერი დავუდ იბრაჰიმი- ისლამური სახელმწიფოს იარაღის ვაჭრობის მთავარი დამფინანასებელი. ინდოეთის პოლიციამ, ამას წინათ, კაპლანის ცნობით, აღმოაჩინა ასაფეთქებელი ნივთიერებების 4 ტონა, 1,100 დეტონატორი, 500 გრანატი, 63 ავტომატური იარაღი და ათასობით რაუნდის ტყვიაწამალი, რომელიც მორიგი მასიური ტეროროსტული შეტევის მოსამზადებლად იყო გამზადებული.
საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ტერორიზმის ექსპერტის, დავით იორამაშვილის ცნობით, დაუდ იბრაჰიმის ჯგუფი უკვე დიდი ხანია საქართველოს ტერიტორიას იყენებს და 2017 წელს აქაც გეგმავდა ტერორისტულ აფქებებს ჩატაევის ხელმძღვანელობით.
,,კვირა“ დავით იორამაშვილს ესაუბრა:
-თქვენ ვარაუდობთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი და მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ტერორიზმის დამფინანსებელი დავუდ იბრაჰიმი თანამშრომლობენ. რა ინფორმაციის საფუძველზე აკეთებთ ასეთ განცხადებას?
-2013 წელს, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი ტაილანდის ცნობილ რეზორტ ფხუკეტში ჩავიდა, იქ მოხდა მისი პირველი ინიციაცია დავუდის დანაშაულებრივ ჯგუფთან, რომელიც იმ დროისათვის დუბაიში მოღვაწეობდა. დავუდ იბრაჰიმს სჭირდებოდა ტრასა იარაღისათვის, ხოლო სააკაშვილს სჭირდებოდა ფული საკუთარი ინტერესებისთვის. მათს შორი კავშირი დამყარდა მაშინდელი საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციონერების აქტიური მუშაობით. ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანნი იყვნენ ეკა აკობია და მისი მეუღლე სერგი კაპანაძე. დანაშაულებრივი კავშირი მალევე დამყარდა: დავუდ იბრაჰიმმა მიიღო იარაღის გადაზიდვის ტრასა და ტერორისტული ბაზები საქართველოში, სააკაშვილის წარმომადგენლებმა – უდესიანმა და კეზერაშვილმა – ასობით მილიონი დოლარი. მთელი ამ ოპერაციების ფინანსური უზრინველოფა კი არაბეთის ემირატების შეიხი ბინ ზაედის ხელმძღვანელობით განხორციელდა. საქართველოში სასწრაფოდ შეიქმნა გამტარი კომპანიები.
ეს კომპანიები იყო: Caucasus Trans Logistics LTD. Tbilisi, Vaso Godziashvili street V, Blind Alley, N13 * კომპანიის დირექტორი ბ. ბექაური * გამყიდველი ორგანიზაცია CTL LLC Poti Free Industrial Zone; Smart Office Internal N IB – 7T/372 4400 Poti / Georgia Company ID 415102882 Licence N 375/GT/1B-7T/372/2018, რომლებიც უკვე წლებია აწარმოებენ იარაღის ტრანსპორტირებას თურქეთიდს ქალაქ ხოფადან დაღესტნისაკენ, სადაც უამრავი ტერორისტული აქტი მოხდა ამ წლების განმავლობაში.
-თქვენ აცხადებთ, რომ დავუდ იბრაჰიმის და ბინ ზაედის ჯგუფები გეგმავდნენ საქართველოში ტერორისტულ აფეთქებებს 2017 წლის ნოემბერში ჩატაევის ხელმძღვანელობით?
-დიახ, ეს უკვე დადასტურებული ინფორმაციაა. ამ ინფორმაციას ფლობდა არა მარტო ქართული სპეცსამსახურები, არამედ თურქეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ჩვენი მოკავშირე ქვეყნების სპეცსამსახურებიც აქტიურად იყვნენ ჩაბმული ამ ოპერაციაში. ამის შესახებ უკვე ბევრმა იცის. თიქრეთის ელჩი პირადად მონაწილეობდა სპეცოპერაციაში. ოპერაციისთვის საკმაოდ სერიოზულად ემზადებოდნენ. ეს სერიოზული ტერორისტული აქტი იყო, რომელიც, საბედნიეროდ, ქვეყანამ თავიდან აიცილა.
-ვინ იყო ინფორმაციის მთავარი წყარო, ვინ გადაარჩინა საქართველო?
-ინფორმაციის წყარო, რა თქმა უნდა, ერთი არ იყო. მთავარი გმირი, რომელმაც საქართველო გადაარჩინა აფეთქებას იყო, ცნობილი სურამელი პოლიტ-დილერი, მეტსახელად ,,პუჭურ ჩაიხანა“, რომელიც ჩვენი უშიშროების დიდი განძია. ის 1998 წლიდან მუშაობს როგორც უშიშროების მაღალი დონის აგენტი და გახლავთ ძალიან გავლენიანი პირი ქართულ პოლიტიკაში. ის იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი, როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე პატრიოტთა ალიანსის, ლეიბორისტული პარტიის მაღალჩინოსანი და ახლა კიდევ ერთი ძლიერი პარტია დააფუძნა, რომელსაც აუცილებლად გაიყვანენ პარლამენტში იმისათვის, რომ ტერორიზმი უკეთ აკონტროლონ.
-რატომ ეძახიან ამ პიროვნებას ,,პუჭურ ჩაიხანას“?
-პოლიტდილერი წარმოშობით სურამელია. მას ქართულ-სოხმურ-აზერბაიჯანული წარმოშობა აქვს, თუმცა ქართველად ასაღებს თავს, რადგან საქართველოს ნამდვილი პატრიოტია. საქმე მის ეთნიკურ წარმომავლობაში არ არის. მას არაჩვეულებრივი კონტაქტები აქვს როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში – პრეზიდენტ ალიევის ცოლის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარია. ასევე მეგობრობს ქალბატონ შუშანიკთან, სომხეთის საბაჟოს უფროსთან. მას ნებისმიერი საქმის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ტერორისტების თარეშს საქართველოში არ დაუშვებს. პირველად პუჭურ ჩაიხანამ დიდი ტერორისტული ოპერაცია საქართველოში 1998 წელს ჩაშალა, როდესაც ჯერ კიდევ უსამა ბინ ლადენის ხალხი საქართველოში ურანიუმს ეძებდა, მისი მფლობელი კი ხაშურის მკვიდრი, მეტსახელად ,,აკოფა“ აღმოჩნდა. თუმცა პუჭურ ჩაიხანას მეცადინეობით ამ ურანიუმის გაყიდვა ,,ალ ყაიდაზე“ მაშინ ჩაიშალა და საქართველოც გადარჩა დიდ უბედურებას.