თბილისის მერი დავით ნარმანია კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შეხვდა. როგორც დედაქალაქის მერმა მათტან საუბრის შემდეგ განაცხადა, ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მიეცემათ გარკვეული რესურსები ზიანის აღსადგენად. მათ მერია გარკვეული ფულადი თანხითაც დაეხმარება.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ვიდრე სახლის აღდგენითი სამუშაოები დასრულდება, ოჯახებს, რომლებსაც სხვაგან არ აქვთ თავშესაფარი, დედაქალაქის მერია ბინის ქირას გადაუხდის.
”დღეს, ტერიტორია სუფთავდება. ამის შემდეგ ყველა ოჯახი, რომელიც ჯერ კიდევ არ შესულა, შევა და დაათვალიერებს ნივთებს თუ რა მდგომარეობაა. პარალელურად, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად მიმდინარეობს ზიანის აღწერა. ჩვენ დავიწყებთ სახლის აღდგენის სამუშაოებს. მანამდე, იმ ოჯახებს, რომლებსაც სხვაგან არ აქვთ ჭერი გავიყვანთ და ბინის ქირას გადაუდის დედაქალაქის მერია. მათ მიეცემათ გარკვეული რესურსები იმისათვის, რომ აღიდგინონ ზიანი, რაც ხანძრის შედეგად მიადგათ, რასაკვირველია, გარკვეული ფულადი თანხაც მიეცემათ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანია: მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ფულადი თანხითაც დაეხმარება
2017/03/11 13:30:20
ნანახია: 1426 ჯერ