თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლე შაკო კუჭაშვილი დღეს, ვაკის პოლიციასთან საპროსტესტო აქცია-პერფომანს მოაწყობს.
კუჭაშვილის განცხადებით ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის მიერ განხორციელებულ მუქარების შესახებ დაწყებული გამოძიება დროში გაიწელა, რის გამოც სკოლის მოსწავლე აპირებს სამართალდამცავი უწყების წინ პერფომანსი მოაწყოს და ჟურნალისტ ელისო კილაძეს “სტაჟიანი პროვოკატორის” ვარსკვლავი გაუხსნას.
“უკვე 3 კვირა გავიდა მას შემდეგ რაც, შაკო კუჭაშვილმა მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები “ჟურნალისტ” ელისო კილაძის შვილ დავით ხარშილაძესგან მიიღო, გამოძიება გაჭიანურდა და შესაბამისი მოქმედებები აღარ მიმდინარეობს!” – განაცხადა შაკო კუჭაშვილმა
თუ აცნობიერებ შენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლიბას,მომავალი თაობის წინაშე!
თუ ხარ მომავალი თაობა და თვლი, რომ აღნიშნული ქმედება კილაძეების ოჯახის მხრიდან,არის პროგრესული ახალგაზრდის ბულინგი და შეიძლება შემდეგი შენ იყო!
თუ გინდა იცხოვრო, დეზინფორმაციის გარეშე! გინდა ობიექტურება!
მოდი კვირას, 24 ივნისს, 5საათზე , რამიშვილის 31ში – ვაკის პოლიციასთან! – ნათქვამია შაკო კუჭაშვილის განცხადებაში.
წყარო:მარშალპრესი