რუსთავში ახალგაზრდა ქალი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა. თვითმხილველთა განცხადებით, 30 წლამდე ქალი, აივნიდან გადმოვარდნის შემდეგ, მეხუთე სართულის მოშენებაზე დაეცა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია. დაშავებული კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
კომენტარები