დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მუსიკალური ჯგუფის „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრი ირაკლი ნოზაძე იგივე „პიკასო“ დაჭრეს. მომღერალი გადაყვანილია ღუშაურის კლინიკაში. imedinews-ის ინფორმაციით ის გულის არეშია დაჭრილი.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ნოზაძე ახალგაზრდა ქალმა დაჭრა. თუმცა ამ ცნობას ოფიციალურად ჯერ არავინ ადასტურებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომღერლის დაჭრის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
წყარო:imedinews
კომენტარები