„დღეს არის გამოცდის დღე! სააკაშვილის დანაშაული გირგვლიანის მკვლელების არაკანონიერად შეწყალების შესახებ, რომლის გამოც სულ რაღაც 3 წელი მიესაჯა ტირანს, სააპელაციოში გაასაჩივრეს უნამუსოებმა. დღეს არის სასამართლო 13 საათზე!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„პროკურორი, ბატონი ნადარეიშვილი, რომელმაც იბრძოლა და სისხლიანი სააკაშვილი დამნაშავედ ცნო, ბოლომდე დაიცავს სამართლიან პოზიციას, საკითხავია, რას იზამს სასამართლო!
დღეს, 13 საათზე, დაიწყება პროცესი, რომელიც გვეტყვის, არსებობს თუ არა სამართალი ქართულ მართლმსაჯულებაში!
და გვეტყვის, ვისია სასამართლო! ხალხის თუ სააკაშვილ-ბოკერიასი!“ – წერს ხოფერია.
კომენტარები