გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგნეტოს ინფორმაციით, 30 ივნისიდან 4 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება.
სააგენტოს ცნობით, 30 ივნისიდან 4-ივლისამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელოა +40, +43 გრადუსს მიაღწიოს; ხოლო დასავლეთ საქრთველოში, ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსი ფარგლებშია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ჰაერის ტემპერატურა +38, +40 გრადუსი იქნება.
კომენტარები