8-საათიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გოდა ღარიბაშვილი ცხინვალის ციხიდან გაანთავისუფლეს.
განთავისუფლების პირობები უცნობია, რადგან მოხუცს გადაღლილობისგან ლაპარაკი და სიარული უჭირს.
94 წლის საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. შემთხვევა გუშინ კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოში მოხდა.
კომენტარები