დღეს, შავი ზღვის სანაპიროზე 3-4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აჭარის რეგიონში დამსვენებლებს აფრთხილებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეს, 4 ივლისს, შავი ზღვის სანაპიროზე 3-4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ცნობისათვის, კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება. აღსანიშნავია, რომ საშტორმო ვითარებაში, ბოლო 5 საათის განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზღვაო მაშველებმა, ზღვაზე 4 მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი გადაარჩინეს.
კომენტარები