აჭარის მთავრობის სავარაუდო ხელმძღვანელი ზურაბ პატარაძე ბათუმში უკვე კონსულტაციებს მართავს ოპოზიციურ დეპუტატებთან.
კურიერის გადამღები ჯგუფი შემთხვევით შეესწრო მოლაპარაკებას, რომელსაც არჩილ ხაბაძის შემცვლელი დამოუკიდებელ დეპუტატთან მედეა ვასაძესთან ახორციელებდა.
როგორც ის აცხადებს, მის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსულტაციები მიმდინარეობს.
“ჯერჯერობით მიმდინარეობს კონსულტაციები, ამიტომ ალბათ ჯერ ნაადრევი იქნება რამე კომენტარი გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ უმაღლესი საბჭოს წევრს შემიძლია შევხვდე, ვისაუბროთ სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით,“- განაცხადა ზურა პატარაძემ.
www.rustavi2.com
კომენტარები