თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ჯამში, 250 კვ. მ. ფართი დაიწვა.
„მჭიდრო დასახლების გამო, არსებობდა ხანძრის გავრცელების საშიშროება მეზობელ სახლებზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ცეცხლი მეზობელ სახლებზე არ გადასულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება ხანძრის შესახებ 13:11 საათზე შემოვიდა. სახანძრო მანქანები ახლომდებარე სახანძროებიდან გავიდნენ 1 წუთში, 13:12 საათზე. პირველი სახანძრო მანქანა ადგილზე 13:19 საათზე იყო“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ადგილზე მუშაობდა 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარები
