გრიგოლეთში ზღვამ შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ცხედარი ქუთაისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 60 წლის მამაკაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მდინარე ჭოროხში დაიხრჩო. გვამის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. მაშველები ოთხი დღის განმავლობაში სანაპირო ზოლზე სამძებრო სამუშაოებს ახორციელებდნენ.
კომენტარები