ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ აჭარის მაღალამთიანეთში, კურორტ გოდერძიზე, ზაფხულის სეზონს ოფიციალურად დღეს გახსნის.
„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ცნობით, სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი პირველად 2015 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა, კურორტზე არის გონდოლას და ბაბლის ტიპის საბაგიროები.
“ზაფხულის სეზონის განმავლობაში კურორტზე ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე იმუშავებს. კურორტიდან შესაძლებელია გადასვლა სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტებზე, მათ შორის ხიხანის ციხეზე, მწვანე ტბაზე, გაქვავებულ ტყეზე და ბეშუმზე.
კურორტზე ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა. კურორტის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო“, – ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.
კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონი დღეს ოფიციალურად გაიხსნება
2018/08/01 10:16:51

ნანახია: 773 ჯერ