პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში, თარხან ბათირაშვილის იგივე ალ-შიშანის ოჯახში, მის მკვლელობას ადასტურებენ. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მის საცხოვრებელ სახლში,სადაც მხოლოდ ბათირაშვილის მამა ცხოვრობს, ჭიშკარი გახსნილია და ახლობლები სამძიმარს იღებენ.
პანკისელი თარხან ბათირაშვილი გავრცელებული ინფორმაციით, თანამებრძოლებთან ერთად ავია იერიშების დროს დაიღუპა.
კომენტარები