ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე პატარაძის კანდიდატურას 12-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ.
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.
კომენტარები