სამარცხვინო იყო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სიჩუმე იმასთან დაკავშირებით რაც ხდებოდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სადაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საჭიროა კონკრეტული ფაქტები, როცა წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან დარღვებებზე საუბრობენ.
“მე არ ვიცი რაზე დაყრდნობით საუბრობენ, საჭიროა ფაქტები. მე, მაგალითად, პირდაპირ ვიტყვი, სამარცხვინო იყო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სიჩუმე იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდებოდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორი არ უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია, ის კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობდნენ სიძულვილის ენას, შეურაცხყოფის მიყენებას სხვადასხვა კანდიდატების, პოლიტიური პარტიების მიმართ. არასამთავრობო სექტორი არის იმისთვის, რომ დამბალანსებელი იყოს. თუ ხელისუფლება რაღაცას არასწორს აკეთებს, რა თქმა უნდა, უნდა გამოვიდნენ და მისცენ შენიშვნა, იგივე არის ოპოზიციასთან მიმართებაში. თუ ოპოზიცია არასწორად იქცევა, უნდა გამოვიდნენ და თქვან. მაგრამ მათ არჩიეს სიჩუმე და ამით საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენეს მათი რეალური სახე”, – განაცხადა კალაძემ.