საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. ის მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე მივიდა.
„მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი; არ შეეშინდება იყოს ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალების, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს საუკუნეების, მაგრამ აგრეთვე საოცარი გმირობა წარსული წლების. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირულ ხალხს, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კომენტარები