“გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და მედიისთვის კომენტარი გააკეთა.
„სხვა კანდიდატებმა ხმა მისცეს გაბრწყინებულ ივერიასა და ნათელ მომავალს, უღრუბლო ცას. მე მივეცი ხმა „გირჩის“ კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძეს. შემოვხაზე საკუთარი თავი და ამით მხარი დავუჭირე თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებას ამ ქვეყანაში. ვიცი, რომ ამით რაღაც რეგულაცია დავარღვიე, მაგრამ მკიდია. ჩემს თავს მივეცი ხმა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ სხვას შემოვხაზავდი – არა, საკუთარ თავს დავუჭირე მხარი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
კომენტარები