საფრანგეთში ნიცას ტერაქტთან დაკავშირებით ძალოვანებმა მომხდართან კავშირში ეჭვმიტანილი 4 ადამიანი დააკავეს.
ერთი მამაკაცი წუხელ, სამი კი დღეს დილით აიყვანეს. გამოძიება ვარაუდობს, რომ მათ კავშირი ჰქონდათ თავდამსხმელთან, რომელმაც სანაპირო ქუჩაზე ხალხს სატვირთო მანქანით გადაუარა. შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. 50-მდე დაშავებული უმძიმეს მდგომარეობაშია.
კომენტარები