ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, ირანმა ისრაელის ჩრდილოეთ მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
ისრაელის ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში შესვლისკენ მოუწოდებს. როგორც „ცაჰალი“ იუწყება, ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა გაშვებული რაკეტების ჩამოგდებაზე მუშაობს.
„დაცული ტერიტორიის დატოვება ნებადართული იქნება მხოლოდ მკაცრი მითითებების შემდეგ. მოსახლეობას ვურჩევთ იმოქმედონ ზურგის სარდლობის მითითებების შესაბამისად“, – აღნიშნულია „ცაჰალის“ განცხადებაში.
კომენტარები
